პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, მიმდინარე თვის დასაწყისში ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონების შეჭრა რუსული იმპერიალიზმის მაგალითი იყო
განცხადება კაროლ ნავროცკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გააკეთა. პოლონეთის ლიდერმა ამ კონტექსტში საქართველოც ახსენა. ნავროცკიმ განაცხადა, რომ თავის დროზე, როდესაც რუსეთი საქართველოს დაესხა თავს, ბევრმა ვერ აღიქვა, რომ ეს კრემლის ახალი იმპერიალიზმის დასაწყისი იყო.
