რუსთავში რაგბის საბავშვო აკადემიის მშენებლობა დაიწყო
ლომოურის ქუჩაზე, რუსთავის მერმა, რუსთავის დელეგატმა ირაკლი შატაკიშვილმა, დეპუტატმა ალექსანდრე დალაქიშვილმა და რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა მშენებლობის დაწყების ნიშნად კაფსულა ჩადეს. პროექტის ღირებულება ორი მილიონ 980 ათას 225 ლარია და სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
