„ახალგაზრდები მშვიდობისთვის“ - მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა
„ახალგაზრდები მშვიდობისთვის“ - მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ და სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა მისასალმებელი სიტყვით გახსნეს. დისტანციურად ვიდეო მიმართვა ჰქონდა მშვიდობის მშენებლობის მხარდაჭერის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწეს. სიტყვით გამოვიდნენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გია ვოლსკი, განათლების მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ღვთისიაშვილი და გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში. ღონისძიებაზე კონკურსის „მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“ დაჯილდოვდნენ. ნომინაციაში „საუკეთესო სამშვიდობო საქმიანობა“ გაიმარჯვეს ლიკა ჩიმჩიურმა და მარიამ ბრეგვაძემ, ხოლო ნომინაციაში „საუკეთესო სამშვიდობო იდეა“ - თამთა ნაბორაშვილმა, მურთაზ მატარაძემ და ლელა ყურაშვილმა. თითოეულს გადაეცა სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ დაარსებული პრემია, სამი ათასი ლარის ოდენობით. ასევე ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ისინი სტრასბურგში მონაწილეობას მიიღებენ დემოკრატიის მსოფლიო ფორუმში.