შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი ერთი ადამიანი დააკავა
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ერთ ადამიანს ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს, ამოღებულია დანაც. დანაშაული 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
