შინაგან საქმეთა მინისტრმა, აკადემიის ახლად დანიშნულ რექტორთან და სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
შეხვედრაზე გიორგი სახოკიამ აკადემიის სტრატეგიული განვითარების პროექტი წარმოადგინა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობის, ახალი საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვისა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის საკითხებზე ესაუბრა მსმენელებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მნიშვნელოვან როლზე, რომელიც სამართალდაცვით უწყებაში კადრების უწყვეტ განვითარებასა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას უზრუნველყოფს. გეკა გელაძემ ყურადღება გაამახვილა სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომელთა შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი აკადემიის ინსტიტუციური განვითარებაა. მინისტრმა აღნიშნა, რომ აქტიურად დაუჭერს მხარს აკადემიაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროგრამების დანერგვასა და სასწავლო დაწესებულების შემდგომ განვითარებას.
