პრემიერ-მინისტრი სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციისა და ევროპის სტუდენტთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის, უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის, სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციისა და ევროპის სტუდენტთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა. პრემიერ-მინისტრი შეხვედრის მონაწილეებს განათლების სფეროში დაგეგმილ ფუნდამენტურ ცვლილებებზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ რეფორმა უმაღლესი განათლების სისტემის თვისებრივ გარდაქმნას ისახავს მიზნად. ხაზი გაესვა საქართველოს განათლების სისტემის შემდგომი განვითარების პროცესში საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობისა და მათი მხარდაჭერის მნიშვნელობას. განათლების საერთაშორისო ასოციაციებისა და ქსელების წარმომადგენლები თბილისში საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში იმყოფებიან.
