ჰერჩინსკის პოლიტიკური დიპლომატია
ევროკავშირის ელჩი თავდასხმად და დევნად აფასებს ჟურნალისტის მცდელობას და ვალდებულებას, მიიღოს პასუხი კითხვაზე, რომელიც საელჩოში 2 კვირის წინ გავაგზავნეთ და რეაგირება არ მოჰყოლია. საქმე ეხება ძალადობრივი და შეურაცხმყოფელი გზავნილების ავტორს, აქტივისტ ანანო ცინცაბაძეს. მისი და პაველ ჰერჩინსკის საერთო ფოტო საელჩომ გაავრცელა. გაირკვა, რომ ელჩმა მის შესახებ ინფორმაცია მოიძია, ჩვენს რეპორტაჟებს გაეცნო, შესაბამისად, იცის, რა მოწოდებებს ავრცელებს ცინცაბაძე, მაგრამ პრობლემას ვერ ხედავს და მასთან ერთად პროექტზე მუშაობას პრივილეგიას უწოდებს.
