„სპორტკომპლექსი ტაბახმელაში“
ახალი სპორტული კომპლექსი ტაბახმელაში. პროექტის ფარგლებში, ევროპული სტანდარტების საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნები მოეწყო. გაკეთდა ტრიბუნა და საპარკინგე სივრცე. კომპლექსის მშენებლობა 2023 წელს დაიწყო, რისთვისაც მთაწმინდის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 4,5 მილიონი ლარი დაიხარჯა. ინფრასტრუქტურით სარგებლობას ადგილობრივი მოსახლეობა და საფეხბურთო სკოლები შეძლებენ.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ მელაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
