მწერალთა სახლში, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, სპეციალურად დაკომპლექტებულმა კომისიამ, მიღებული განაცხადების საფუძველზე, საუკეთესო ისტორიის მქონე 10 კანდიდატი გამოავლინა
მწერალთა სახლში, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, სპეციალურად დაკომპლექტებულმა კომისიამ, მიღებული განაცხადების საფუძველზე, საუკეთესო ისტორიის მქონე 10 კანდიდატი გამოავლინა. კომისიის სხდომას განათლების მინისტრმა უხელმძღვანელა. მასწავლებლის ეროვნული პრემიის გადაცემის დასკვნითი ცერემონია 27 ოქტომბერს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება.
