სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მსჯავრდებულ გიორგი ჩიკვაიძეს პაემნის უფლება აეკრძალა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
