ოთხი ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი მიმდინარეობს
ოთხი ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი მიმდინარეობს. ბიულეტენები თბილისის 4 სტამბაში იბეჭდება. პროცესს პერმანენტულად აკვირდებიან ცესკოს წევრები, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ჯამში იბეჭდება 3 897 500 ბიულეტენი. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებისთვის ბიულეტენები იბეჭდება ქართულ-სომხურ და ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე.
