პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების გამოკითხვა გრძელდება
პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების გამოკითხვა გრძელდება. გამოძიების კითხვებს დღეს ნიკა გილაურის ფონდის - „ფროსფერითი ჯორჯიის“ დირექტორმა, ჯაბა გაბუნიამ უპასუხა. გამოძიების შეკითხვები შეეხებოდა ძალადობრივი აქციების მიმდინარეობისას ფონდის მიერ მობილიზებული ფინანსების ხარჯვის მიზნობრიობას და ორგანიზაციის ფუნქციონირების შესაბამისობას მის თავდაპირველ, წესდებით ფორმულირებულ მიზნებთან. გაბუნიამ დაადასტურა, რომ ფონდი აქციის მონაწილეების ფინანსურ უზრუნველყოფაში ჩართული იყო.
