„ქრონიკის“ ინფორმაციით, სოციალური სამართლიანობის ცენტრის ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით გაგზავნილი წერილი სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო
„ქრონიკის“ ინფორმაციით, სოციალური სამართლიანობის ცენტრის ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით გაგზავნილი წერილი სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო. „ქრონიკა“ იემსის დაუკავშირდა, თუმცა თამთა მიქელაძე ამ ინფორმაციას უარყოფს. ის ადასტურებს, რომ ევროპულ სასამართლოსთან მუდმივი კავშირი აქვს. თამთა მიქელაძე აცხადებს, რომ ორგანიზაციას სტრასბურგთან არაერთი მიმოწერა ჰქონდა, თუმცა ეხებოდა თუ არა წერილი დაყადაღების საქმეს, ორგანიზაციაში კითხვებს არ პასუხობენ.