ოპოზიციის განცხადებები ოთხ ოქტომბერს დაანონსებულ აქციაზე, მმართველი გუნდის შეფასებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ მიზანს, ძალადობრივი გზით შეეცადონ ქვეყნის დესტაბილიზაციას
ოპოზიციის განცხადებები ოთხ ოქტომბერს დაანონსებულ აქციაზე, მმართველი გუნდის შეფასებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ მიზანს, ძალადობრივი გზით შეეცადონ ქვეყნის დესტაბილიზაციას. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ კონკრეტულ გეგმაზე საუბრისას, სპეცრაზმელების რაოდენობაზე და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე გაამახვილა ყურადღება.
