„ლელოს“ მერობის კანდიდატის ბრალდება
„ლელოს“ მერობის კანდიდატის ბრალდება. ირაკლი კუპრაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და მის უფროსს მამუკა მდინარაძეს ზეწოლაში, მოსყიდვასა და შანტაჟში ადანაშაულებს. მაგალითად კი მოჰყავს ასეფ ჩირაგოვის გადაწყვეტილება, რომელმაც ბოლნისში კანდიდატურა „ქართული ოცნების“ კანდიდატის სასარგებლოდ მოხსნა. ამის შესახებ ჩირაგოვმა თავად დაწერა სოციალურ ქსელში. კუპრაძე ირწმუნება, რომ წნეხი „ლელოს“ სხვა წევრებზეც არის. მმართველი გუნდის განცხადებით, ირაკლი კუპრაძემ ბევრისმთქმელი ბრიფინგი გამართა, სადაც კარგად გამოჩნდა, რომ „ლელო“ უიმედო მდგომარეობაშია. მათივე თქმით, ოპოზიციამ სამართალდამცველებში მოღალატე ვერ იპოვა და იმას, რასაც თავად ცდილობს, ახლა სუსს აბრალებს.
