პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერევნის მერს ტიგრან ავინიანს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერევნის მერს ტიგრან ავინიანს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და თბილისსა და ერევანს შორის სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობაზე. ერევნის მერმა აღნიშნა, რომ სომხური მხარე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს გამოცდილების გაზიარებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ურბანული განვითარება და სატრანსპორტო პოლიტიკა. პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა ქართული მხარის მზადყოფნა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარებისა და სექტორული მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.
