ელექტრონული კომერციის წამყვან პლატფორმაზე „ალიბაბაზე“ ქართული კომპანიების განთავსება დაიწყო
ელექტრონული კომერციის წამყვან პლატფორმაზე „ალიბაბაზე“ ქართული კომპანიების განთავსება დაიწყო. ეს შესაძლებელი გახდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მეშვეობით, რომელიც მეწარმეობის მხარდაჭერის სხვა სამთავრობო პროგრამებთან ერთად, ბიზნესს ახალ საექსპორტო ბაზრებზე გასვლასა და პოტენციური პარტნიორების მოძიებაში ეხმარება.
