გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ მაღალი დონის შეხვედრაზე, რომელიც ქალთა მეოთხე მსოფლიო კონფერენციის 30-ე წლისთავს მიეძღვნა, სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ მაღალი დონის შეხვედრაზე, რომელიც ქალთა მეოთხე მსოფლიო კონფერენციის 30-ე წლისთავს მიეძღვნა, სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველო მტკიცედ ერთგული რჩება ქალების მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელებისა და ყველა დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალების მნიშვნელოვანი მონაწილეობის უზრუნველყოფის მიმართ.
