ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ყაზბეგისა და დუშეთის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ყაზბეგისა და დუშეთის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, დაკავებულთაგან ერთი რუსეთის მოქალაქეა. მათ ბრალი ედებათ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვაში, უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირებაში.
