ნარკოდანაშაული - 6 დაკავებული
ბრძოლა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ - პოლიციამ გორში, ბათუმსა და თბილისში ექვსი ადამიანი დააკავა, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან. გამოძიების ინფორმაციით, ნივთმტკიცებად ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკი. განსაკუთრებით დიდი ოდენობით მეთადონის შემოტანის საქმეზე- აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სწორედ ახლა მსჯელობს, პროკურატურა პატიმრობას ითხოვს.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
