ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობა და არსებული შენობის რეაბილიტაცია დასრულდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები განათლებისა და სპორტის მინისტრმა გააცნო. პროექტის ფარგლებში, მოეწყო საკლასო ოთახები, სპორტული და სააქტო დარბაზები, კომპიუტერული ოთახი და სველი წერტილები. კეთილმოეწყო ეზო. შენობა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. სკოლა 250 მოსწავლეზეა გათვლილი. პროექტის ღირებულება 1 970 000 ლარია.
