რუსთავის მერიამ ახალი პროექტი - ,,აღმოაჩინე რუსთავის დიდი ისტორია" დაიწყო
პროექტი რუსთავის არქეოლოგიურ ექსპედიციაში მონაწილეობის მსურველ ახალგაზრდებს აერთიანებს. ქალაქის უძველესი წარსულით დაიტერესებული მე-12 კლასის მოსწავლეები , რუსთავის ისტორიის კვლევის პროცესში, პროფესიონალებთან ერთად ერთვებიან. ახალი პროექტის პირველ დღეს, ახალგაზრდებთან ერთად პროცესში, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძეც ჩაერთო. კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით დაწყებული ისტორიული პროექტი, შუა საუკუნეების სასახლის და რუსთავის ციხე-ქალაქის სრულ შესწავლას და მის კონსერვაცია-რესტავრაციას ისახავს მიზნად.
