დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, მათ შორის ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ამოღებულია 2 კილოგრამამდე „მეთადონი“ და ნახევარ კილოგრამამდე „ალფა პვპ“.სამართალდამცველებმა ერთ ერთი დაკავეულის მსუბუქი ავტომობილის ჩხრეკისას, ორ შეკვრად დაფასოებული, 2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ნარკოტიკული საშუალება ავტომობილის საბარგულში მოთავსებულ მეტალის აგრეგატში მოწყობილ სამალავში ინახებოდა.დანაშაული 20 წლით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
