ცენტრალური საარჩევნო კომისიის სამზადისი თვითმმართველობის არჩევნებისთვის აქტიურ ფაზაშია
ქვეყნის მასშტაბით უკვე გახსნილია 3051 საარჩევნო უბანი. სხვა აქტივობებთან ერთად, ცესკოს საოპერაციო სასაწყობე სივრცეში ხმის მთვლელი აპარატების პროგრამული უზრუნველყოფა და ტექნიკური დიაგნოსტირება მიმდინარეობს. უზრუნველყოფილია გამჭვირვალობა, მოქალაქეებს შეუძლიათ ამ პროცესს ლაივ რეჟიმში ადევნონ თვალი.
