საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებშია
მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა. დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები. საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრას გამართავს გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან. საქართველოს პრეზიდენტი ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის, სახელით გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის მონაწილე დელეგაციების მეთაურთა პატივსაცემად გაიმართება.
