პრემიერმა, კულტურის მინისტრთან ერთად, მცხეთის მუზეუმი დაათვალიერა
მთავრობის მეთაურს მუზეუმის ახალი კონცეფცია ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა გააცნო. მუზეუმში გამოფენილია ანტიკური ხანის არქეოლოგიური მასალა, ციფრული ფორმით წარმოდგენილია ქრისტიანული პერიოდის ნიმუშები და მცხეთის არქეოლოგიურ შესწავლასთან დაკავშირებული საარქივო მასალა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუზეუმის სისტემების გამართვა, ფონდებზე მუშაობა და მუზეუმის პერსონალის შერჩევა.
