დღესვე პრემიერ-მინისტრი ქვეშეთი–კობის 23-კილომეტრიან მაგისტრალურ გზასა და გვირაბებზე განხორციელებულ და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
პროექტის ფარგლებში მოეწყობა ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, აშენდება 5 ხიდი და 5 გვირაბი, ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება ერთ ხიდს. ქვეშეთი–კობის მაგისტრალური გზის გახსნის შემდეგ კობის მიმართულებით ზამთარში მოძრაობა აღარ შეიზღუდება; ხადის ხეობის 10-მდე სოფლის მოსახლეობა კი შეუფერხებლად ისარგებლებს საჭირო სერვისებით. საგრძნობლად შემცირდება გადაადგილებისთვის საჭირო დრო.
