პრემიერ-მინისტრმა განათლების მინისტრთან ერთად, დუშეთის ახლად რეაბილიტირებული ნომერ მეორე საჯარო სკოლა დაათვალიერა
სკოლას 600-მდე მოსწავლე და 46 მასწავლებელი ჰყავს. მთავრობის მეთაური სკოლის განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო და პედაგოგებს შეხვდა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება მთელი ქვეყნის მასშტაბით მთავრობისთვის პრიორიტეტია.
