გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, სურსათთან შემხებლობაში ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, სურსათთან შემხებლობაში ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პლასტიკის პროდუქციის მწარმოებლებთან, იმპორტიორებთან და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან ისეთი მოდელის შემუშავების და დანერგვის აუცილებლობაზე იმსჯელეს, რომელიც დააბალანსებს ჯანმრთელობის დაცვის, გარემოს დაცვის და ეკონომიკურ ინტერესებს, უზრუნველყოფს რეგულაციების გონივრულ ვადებში დანერგვას და ხელს შეუწყობს როგორც ეკოლოგიურ უსაფრთხოებას, ისე კერძო სექტორის განვითარებას.
