პარაძიუდოს ნაკრები ევროპის ჩემპიონია
პარაძიუდოს ნაკრები ევროპის ჩემპიონია. თბილისში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ჩვენმა ნაკრებმა ოქროს მედალი პირველად მოიპოვა. ქართველმა ფალავნებმა გუნდურ შეჯიბრებაში იტალიის, საფრანგეთის, მოლდოვას და თურქეთის გუნდები დაამარცხეს. ტურნირი კი საზეიმოდ საქართველოს ჰიმნით დაიხურა. ვერცხლის მედალი საფრანგეთს, ხოლო ბრინჯაო მოლდოვას დარჩა. ჩემპიონები კუთვნილი ოქროს მედლებით საქართველოს პარასპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა რატი იონათამიშვილმა დააჯილდოვა.