კიბერ თავდასხმის გამო ევროპის რამდენიმე ქვეყანაში აეროპორტები ამ დრომდე შეფერხებებით მუშაობენ
კიბერ თავდასხმის გამო ევროპის რამდენიმე ქვეყანაში აეროპორტები ამ დრომდე შეფერხებებით მუშაობენ. პრობლემები შეექმნა რეგისტრაციისა და ჩასხდომის სისტემებს, რაც გარე მომსახურების მიმწოდებელ, ამერიკულ კომპანია კოლინს აეროსპეიზე განხორციელებული კიბერშეტევით არის გამოწვეული. 44 ავიარეისი გაუქმდა ან გადამისამართდა ბრიუსელის აეროპორტში. შეფერხებების აღმოსაფხვრელად, დამატებითი პერსონალი დაიქირავეს, თუმცა პრობლემები ოპერაციებზე კვლავაც იმოქმედებს, რადგან რეგისტრაცია ხელით უნდა განხორციელდეს. ანალოგიური ვითარებაა ლონდონის ჰიტროუსა და ბერლინის აეროპორტებში
