ანტოკორუფციული დემონსტრაცია ფილიპინების დედაქალაში ძალადობაში გადაიზარდა
ანტოკორუფციული დემონსტრაცია ფილიპინების დედაქალაში ძალადობაში გადაიზარდა. არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მანილას ქუჩებში გამოსულ მომიტინგეებს პოლიციამ გზა გადაუკეტა და პრეზიდენტის სასახლისკენ გადაადგილების საშუალება არ მისცა. აქციის მონაწილეებმა, რომლებიც სახეს ნიღბებით იფარავდნენ, სამართალდამცველებს ქვები და ცეცხლომიკებული ბოთლები დაუშინეს. ძალოვანებმა კი სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. ფილიპინების პოლიციის ცნობით, სამართალდამცველებმა 17 დემონსტრანტი დააკავეს. ვრცელდება ცნობები ტრავმების შესახებ.
