სახალხო დღესასწაულის ტრადიცია გრძელდება ვანში
სახალხო დღესასწაულის ტრადიცია გრძელდება ვანში. „ვანელობა 2025“-ზე ღონისძიებები, ყველა თაობის ადამიანის ინტერესებზეა მორგებული. მოეწყო ფოტოზონები, ასევე ჯიხურები, სადაც ადგილობრივმა მეწარმეებმა შემოდგომის ნობათთან ერთად, ხელნაკეთი ნივთები წარმოადგინეს. „ვანელობა 2025“ ფარგლებში, საპატიო მოქალაქეების დაჯილდოვებითა და კონცერტით დასრულდება.
