სახალხო დღესასწაული იზეიმეს დმანისში
სახალხო დღესასწაული იზეიმეს დმანისში. მოეწყო კულტურული და შემეცნებითი პროგრამები, ასევე, ეთნო-გასტრონომიული კუთხეები, ადგილობრივ მეწარმეთა ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა. დააჯილდოვეს პედაგოგები და საპატიო დმანისელები. დმანისის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს ჟურნალისტი, აქტივისტი და მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის ხელმძღვანელი ნინო ბურჭულაძე. გაიხსნა ჯუმბერ კოპალიანის ვარსკვლავი. საღამო ანსამბლ „ქართული ხმების“ და ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტით დასრულდა.
