წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს, ადიგენის მერობის კადიდატი
წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს, ადიგენის მერობის კადიდატი. გოჩა ქიმაძე მოსახლეობას დაბა აბასთუმანში შეხვდა. „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ადგილობრივებთან ერთად განიხილა დასრულებული და მიმდინარე პროექტები, ასევე ერთად დაგეგმეს მომდევნო ოთხ წელში განსახორციელებელი სამუშაოები. გოჩა ქიმაძემ მოსახლეობას ადიგენის მუნიციპალიტეტზე შექმნილი პირველი საიმიჯო ვიდეოკლიპიც წარუდგინა.
