სოფელ დიდი დმანისის ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გახსნა
სოფელ დიდი დმანისის ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გახსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო გარემო, 500 მოსწავლეზეა გათვლილი. შენობაში განათლებისათვის საჭირო ყველა პირობაა შექმნილი. რეაბილიტაციისთვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 4 მილიონ 230 ათას ლარი დაიხარჯა. გივი მიქანაძე შეხვდა ახალგაზრდული ცენტრის მონაწილე სტუდენტებს, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. წელს დმანისის ახალგაზრდული ცენტრი პროექტის – „აღმოაჩინე საქართველო - დმანისის მუნიციპალიტეტი“ ფარგლებში, 350 ახალგაზრდას შვიდ ნაკადად უმასპინძლებს.
