ძალადობის ნებისმიერი ფორმა მიუღებელია მმართველი გუნდისთვის
ძალადობის ნებისმიერი ფორმა მიუღებელია მმართველი გუნდისთვის, „ქართული ოცნება“ სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებს ეხმიანება, სადაც ჩანს 15 სექტემბერს როგორ გაუსწორდა ფიზიკურად არასრულწოვანს ლევან ჯობავა და აქციის კიდევ ერთი მონაწილე. ვიდეოკადრები ასახავს განსხვავებულ რეალობას, იმისგან რასაც რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერები ყვებიან, რომ გაანეიტრალეს არასრუწლოვანი, რომელიც პნევმატური იარაღის დემონსტრირებას ახდენდა და ის პოლიციას ჩააბარეს. კადრებში ჩანს ფიზიკური ძალადობა არასრულწლოვნის მიმართ.
