ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ პრობლემები შექმნა ფოთში
ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ პრობლემები შექმნა ფოთში. უხვი ნალექის შედეგად რამდენიმე ქუჩა, ეზოები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაიტბორა. განადგურებულია საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ნარგავები. მოგლეჯილია ხეები. მალთაყვაში სანაპირო ზოლი დაიტბორა და ნაწილობრივ დაზიანდა ინფრასტრუქტურა. ელექტრო ბოძზე მეხის დაცემის შედეგად, მოსახლეობის ნაწილს დენი არ მიეწოდებოდა, ახლა კი ელექტროენერგია მერის ინფორმაციით აღდგენილია.
