ქორწილი ტრაგედიით დასრულდა, ნიუ ჰემპშირის შტატში, ქალაქ ნეშუას ერთ-ერთ კერძო სახლში
ქორწილი ტრაგედიით დასრულდა, ნიუ ჰემპშირის შტატში, ქალაქ ნეშუას ერთ-ერთ კერძო სახლში. ცერემონიის მიმდინარეობისას შეიარაღებულმა კაცმა ცეცხლი გახსნა. დაიღუპა ერთი და რამდენიმე დაშავდა. თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელი მაგიდის ქვეშ იმალებოდა. ის უკვე დაკავებულია, მომხდარის მოტივს გამოძიება ადგენს.
