ჩეხეთი მტრის დრონებისგან თავდასაცავად საკოორდინაციო ჯგუფს ქმნის
ჩეხეთი მტრის დრონებისგან თავდასაცავად საკოორდინაციო ჯგუფს ქმნის. ოფიციალური პრაღის გადაწყვეტილებით, ჯგუფის მოვალეობაში ტექნოლოგიების განვითარების მონიტორინგი და შესაბამისი ზომების შემუშავება შევა. ინფორმაციას პრაღის რადიო ქვეყნის პრემიერზე დაყრდნობით ავრცელებს, და იუწყება რომ საკოორდინაციო ჯგუფში თავდაცვის, შინაგან საქმეთა, ტრანსპორტის სამინისტროების, ასევე არმიის პოლიციისა და სხვა სტრუქტურების ექსპერტები გაერთიანდებიან.
