წყნეთობა 2025 - სახალხლო დღესასწაული, ვაკის რაიონის გამგეობის ორგანიზებით გაიმართა
წყნეთობა 2025 - სახალხლო დღესასწაული, ვაკის რაიონის გამგეობის ორგანიზებით გაიმართა. სპორტულ, კულტურულ და გასართობ ღონისძიებებს, „ქართული ოცნების“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ალექსანდრე ასათიანი, პარლამენტის წევრებთან და რაიონის გამგებელთან, ერთად დაესწრო. წყნეთის სპორტულ ცენტრში ქართული ჭიდაობის ტურნირი ჩატარდა, სკვერში კი, კონცერტები და ბავშვებისთვის სხვადასხვა წარმოდგენა გაიმართა. დასასრულს კი, ფეხბურთის ტურნირი „ვაკის თასი 2025“ გაიმართა. გამარჯვებულები მედლებით, და სიგელებით დაჯილდოვდნენ.