დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის შობას, 12 საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთს ზეიმობს
დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის შობას, 12 საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთს ზეიმობს. ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ აღავლინა, მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაულის მნიშვნელობაზე ესაუბრა. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის ქალაქ ნაზარეთში დაიბადა.
