„გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად“
„გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად“ - აქციაში ქვემო ქართლის პოლიციის 200-მდე თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა. „სისხლის დონაციის ბანკსა“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმით, აქციის მიზანი მძიმე პათოლოგიით დაავადებული ბავშვებისა და ონკოლოგიური პაციენტების, ასევე სამინისტროს თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების დასახმარებლად სისხლის უანგაროდ გაღებაა.
