ექვსი თვის ვადით წვევამდელთა ეროვნულ სამსახურში გაწვეული სამხედროების უმრავლესობა, კარიერის გაგრძელებას თავდაცვის ძალების საკონტრაქტო სამსახურში გეგმავს
ექვსი თვის ვადით წვევამდელთა ეროვნულ სამსახურში გაწვეული სამხედროების უმრავლესობა, კარიერის გაგრძელებას თავდაცვის ძალების საკონტრაქტო სამსახურში გეგმავს. ისინი გამოცდილმა სამხედროებმა მოამზადეს. წვევამდელების მონაწილეობით ვაზიანის სასროლეთზე ჩატარდა შემაჯამებელი, ოცეულის დონის ტაქტიკური სწავლება, სადაც სხვადასხვა ოპერაცია ჩაატარეს. წვევამდელებს უწყება სთავაზობს ახალ პირობებს, გაწვევის მათზე მორგებულ ვადებს, სახელფასო დანამატებსა და გაუმჯობესებულ სოციალურ პირობებს, რამაც ახალგაზრდების ნებაყოფლობითი რეგისტრირების რიცხვი გაზარდა.
