ფოთში ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ პრობლემები შექმნა
ფოთში ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა ქალაქის რამდენიმე ქუჩა, ეზოები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. განადგურებულია საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ნარგავები. მოგლეჯილია ხეები. მალთაყვაში დატბორილია სანაპირო ზოლი და ნაწილობრივ დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. ელექტრო ბოძზე მეხის დაცემის გამო, რამდენიმე საათის განმავლობაში მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი, ამ ეტაპზე კი მერის ინფორმაციით, დენის მიწოდება აღდგენილია. დატბორილი ქუჩებიდან წყალს, ტექნიკით ტუმბავენ.
