საქართველოს პრეზიდენტი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა
საქართველოს პრეზიდენტი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა. მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები. საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს. მიხეილ ყაველაშილი დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის, მელანია ტრამპის სახელით გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება.
