რიყის პარკში ტრადიციული ქართული სპორტული სახეობა კრიობა ჩატარდა
რიყის პარკში ტრადიციული ქართული სპორტული სახეობა კრიობა ჩატარდა. ტურნირზე სხვადასხვა წონით კატეგორიაში 21 ბრძოლა შედგა, რომელთაგანაც 9 პროფესიონალური იყო. მამბერი მეშვიდედ გაიმართა, თუმცა ისტორიაში პირველად შედგა სატიტულო ბრძოლა, სადაც გიორგი ჟვანიამ, ჯანსუ გოგია, ხუთრაუნდიან დაპირისპირებაში დაამარცხა. კრიოობა თბილისობის დღესასწაულის აღსანიშნავად ღია ცის ქვეშ გაიმართა, რომლის ორგანიზატორიც თბილისის მერია და სპორტის სამინისტრო იყო.