ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ნაკრების ლიცენზიები სრულად შეივსო
ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ნაკრების ლიცენზიები სრულად შეივსო. ამჯერად, 2026 წლის მილანი-კორტინას ზამთრის ოლიმპიური თამაშების საგზური ანასტასია გუბანოვამ მოიპოვა. მან პეკინში, სალიცენზიო ტურნირზე წარმატებით იასპარეზა. გუბანოვამ მოკლე პროგრამაში 68.08 ქულა დაიმსახურა, ხოლო თავისუფალი პროგრამაში 138.15 ქულა ჰქონდა. ანასტასიამ მეორე შედეგი დააფიქსირა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. საქართველოს ზამთრის 25-ე ოლიმპიურ თამაშებზე ლიცენზია ოთხივე კატეგორიაში მოპოვებული აქვს და დიდი ალბათობით გუნდურში გამოსვლის უფლებასაც მიიღებს.
