ესპანეთის ლა ლიგის მეხუთე ტურში გამარჯვება მოიპოვა ვილიარეალმა, სადაც გიორგი მიქაუტაძე თამაშობს
ესპანეთის ლა ლიგის მეხუთე ტურში გამარჯვება მოიპოვა „ვილიარეალმა“, სადაც გიორგი მიქაუტაძე თამაშობს. ქართველის გუნდი ოსასუნას შეხვდა და 2-1 მოიგო. საქართველოს ნაკრების წევრმა კარგი შეხვედრა ჩაატარა და ესპანეთში გადასვლის შემდეგ სადებიუტო გოლიც გაიტანა. მიქაუტაძემ მეტოქის კარი 69-ე წუთზე აიღო და იმ დროისთვის ანგარიში გაათანაბრა. ცოტა ხანში ქართველს დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ ახლო მანძილიდან არაზუსტი დარტყმა გამოუვიდა. გიორგი მიქაუტაძეს „ვილიარეალის“ მაისურით ყველა ტურნირზე სამ მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, ხოლო მისი გუნდი ლა ლიგაში 10 ქულით მესამე ადგილზეა.
