ჰააგაში ანტიიმიგრაციული დემონსტრაცია მასობრვ არეულობაში გადაიზარდა
ჰააგაში ანტიიმიგრაციული დემონსტრაცია მასობრვ არეულობაში გადაიზარდა. ნიდერლანდებში მოქმედი თავშესაფრის მინიჭების პოლიტიკის წინააღმდეგ გამოსულ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც შავებში ჩაცმული ახალგაზრდები ავტომაგისტრალზე გავიდნენ. მათ სამართალდამცველებს ქვები და ბოთლები ესროლეს, ასევე, პოლიციის ავტომობილს ცეცხლი წაუკიდეს. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა.
